Monday, 18 November 2013

"ჩემი თაობის მეტყველება ,დიალექტები და ბარბარიზმები"


 პროექტი-„ჩემი თაობის მეტყველება, დიალექტები და ბარბარიზმები“




პროექტზე მუშაობს  3 ჯგუფი:
1.გრამატიკოსები:
2.ლექსიკოლოგები:
3.ლინგვისტები:

1. პროექტის სახელწოდება- „ჩემი თაობის მეტყველება, დიალექტები და ბარბარიზმები“.

2. პროექტის მოკლე აღწერა:
დიალექტურ მეტყველების ფონზე  ენის სიწმინდის დაცვა, დიალექტური მარგალიტების და ბარბარიზმების მოძიება და შეკრება.

3. პროექტის აქტუალობა:
სალიტერატურო ენის ნორმების,სხვადასხვა გრამატიკული კატეგორიების მართლწერისა და მართლმეტყველების დაცვა აუცილებელი პირობაა, ჩვენში დამკვიდრებული ბარბარიზმები ანაგვიანებენ ენას და ძნელად გასაგები ხდება მეტყველება.

4. პროექტის მიზანი:
ჩაუნერგოს მოსწავლეებს მშობლიური ენისადმი მზრუნველობითი დამოკიდებულების გრძნობა, გააცნოს მათ საკუთარი მოქალაქეობრივი ვალდებულებანი მშობლიური ენის მიმართ.
განუვითაროს და გამოუმუშავოს მოსწავლეებს ინორმაციის მოპოვების, ორგანიზებისა და  კომუნიკაციის, თანამშრომლობისა და კვლევითი უნარ-ჩვევები.

5. მოსწავლეთა ასაკი: 6 კლასი

6.ხანგძლივობა:5 დღე

7. მოსალოდნელი შედეგები: 
მოსწავლის პასუხისმგებლობის გაზრდა, ენისადმი ფრთხილი და სათუთი დამოკიდებულება, თანამშრომლობითი და კვლევითი უნარების განვითარება, კედლის გაზეთის გამოშვება,  პრეზენტაციის მოწყობა კლასში.

8. პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:
ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი,  ორთოგრაფიული ლექსიკონი, სულხან-საბა ორბელიანის  “ სიტყვის კონა “, კომპიუტერი, კომპიტერის პროექტორი, ფურცლები, საწერ კალმები, ფანქრები, მარკერები,  ფორმატის ფურცლები .

9. პროექტის მსვლელობა:
თემის შერჩევა და შესაბამისი, საკითხების ჩამოყალიბება,  საპროექტო ჯგუფის   ჩამოყალიბება, მოსწავლეთა ჯგუფებად დაყოფა, ჯგუფებისთვის სამუშაო გეგმის შედგენა, ჯგუფებში მოვალეობების გადანაწილება. თითოეული ჯგუფი ასრულებს  შემდეგ დავალებებს;
ა) ჩვენი დროის ახალგაზრდებთან და უხუცესებთან საუბარი.
ბ) საუბრების აუდიო მასალების ჩაწერა.
გ)სხვადასხვა ასაკის ადამიანების მეტყველებაზე დაკვირვება ,განსხვავებული ფრაზების და სიტყვების შეგროვება.
გ)შეგროვებული მასალის კლასიფიკაცია.
დ)მუშაობის პროცეში გადაღებული ფოტოსურათების დაბეჭდვა.
ე)თემისა და პრეზენტაციის მომზადება დამზადება.
ვ)შიდა სასკოლო კონფერენციის ჩატარება თემაზე:“ჩემი თობის  მეტყველება, დიალექტები და ბარბარიზმები“.

10. საგნობრივ ჯგუფებთან და ეროვნულ გეგმასთან კავშირი:
ქართული ენა და ლიტერატურასა და ისტთან კავშირი. იფორმაციის მოძიება, ინტერვიუს აღება, მოძიებული მასალების კლასიფიცირება, ანალიზის გაკეთება, სხვებისთვის-გაცნობა-გაადაცემა, გამოყენება. აუდიტორიის წინაშე მოხსენებით გამოსვლა. მოხსენების  განხილვა.
ქართ.x.1. მოსწავლე მონაწილეობს საკლასო და სასკოლო დისკუსიებში.
*დისკუსიის დროს წარმოადგენს საკუთარი ან  ჯგუფის საერთო პოზიციას.
*იყენებს ფაქტებს სხვადასხვა წყაროდან საკუთარი მოსაზრებების გამოსაყენებლად.
ქართ.x.3. უდიტორიის წინაშე მოხსენებით გამოსვლისას მოსწავლე იყენებს ზეპირი კომუნიკაციის ეფექტიანობის გასაძლიერებელ ხერხებს.
ქართ.x.16. მოსწავლე მიმართავს წერის სტრატეგიებს ნაწერის ეფექტური ორგანიზებისათვის.
*წინასწარ აგროვებს მასალას.
*ირჩევს და კრიტიკულად აფასებს წყაროებს.
*ხმამაღლა უკითხავს თანაკლასელებს და ითვალისწინებს მათ რჩევებს.
 ისტ-ის კომპენტეციები:
ინფორმაციის ორგანიზება და შენახვა ისტ-ის გამოყენებით:
*ახდენს ფაილებსა და საქაღალდეების ლოგიკურ ორგანიზებას,მონაცემთა ეფექტიანად შენახვის, მოძიებისა და წაკითხვის მიზნით. ქმნის ცირულ მასალებს ისტ-ის საშუალებით.
* შეუძლია კომუნიკაცია ისტ-ის საშუალებით.

11. პროექტის ხელმძღვანელი: ნონა ღირდალაძე.

12.ელ-ფოსტა:nona.girdaladze@gmail.com

13 .პროექტის ვებ-გვერდი:nonagirdaladze.blogspot.com